“ბურჭულაძის მოძრაობას იმდენი წევრი ტოვებს, არ გამოვრიცხავ, გაერთიანება არჩევნებამდე მხოლოდ სამი კაცით მივიდეს”

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ, წინასაარჩევნოდ, კარდაკარ სიარული წარსულის გამოცდილებაა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას აღარ ახდენს, – აღნიშნულის შესახებ მან გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ის მთაწმინდელებს ჰპირდება, რომ ”ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტში მაქსიმალურს გააკეთებს”.
”არ მაინტერესებს, რა შეთავაზებით მიდიან ნიკა რურუა და თამარ კორძაია ამომრჩეველთან. რაც შეეხება კარდაკარ სიარულს, ეს წარსულის გამოცდილებაა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას აღარ ახდენს. ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანიაში ახალი მიდგომების დამკვიდრების დროც დადგა. მთაწმინდელებს ვპირდები, რომ ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტში მაქსიმალურს გავაკეთებ, თუმცა არავის ვეუბნები – მილს გამოგიცვლით-მეთქი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან როგორც საგაზეთო ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, ბურჭულაძის პარტია სატელიტური პოლიტიკური ძალაა, ასე რომ, „ვინ შეუერთდება, თუ მისგან წავა, ნაკლებად საინტერესოა”.

”ნაციონალური მოძრაობა” თავის გადასარჩენად ყველა ხერხს მიმართავს, თუმცა ამომრჩეველი მსგავსი ფანდებით აღარ მოტყუვდება. თანაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობას იმდენად ბევრი წევრი ტოვებს, არ გამოვრიცხავ, გაერთიანება არჩევნებამდე მხოლოდ სამი კაცით მივიდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები