ლოს-ანჯელესის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აეროპორტში მყოფმა პირებმა ხმა გაიგეს, რომელიც სროლას ჰგავდა და პანიკაში ჩავარდნილებმა აეროპორტის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. მოგვიანებით პოლიციამ სროლის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები