ქურთულმა შენაერთებმა დიარბაქირის აეროპორტს ცეცხლი გაუხსნეს

ქურთულმა შენაერთებმა თურქეთის ქალაქ დიარბაქირის აეროპორტს ცეცხლი გაუხსნეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ოთხი უმართავი რაკეტა აეროპორტისა და პოლიციის განყოფილების სიახლოვეს დაეცა და აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. თუმცა, მომხდარის გამო, აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა და ავიარეისები დროებით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები