გროზნოში ქარიშხალს 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

გასულ ღამეს გროზნოს ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მრავალსართულიანი თუ კერძო საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაზიანებულ სახლებში ჯამში 358 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 121 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
ქალაქის ნაწილი ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. უხვი ნალექისა და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, ქალაქის გარკვეული უბნები დაიტბორა. დედაქალაქის მერმა გროზნოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები