სომხეთში ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

სომხეთში ორი რუსი მესაზღვრე დაიღუპა. ავტომობილი, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, ხრამში გადაიჩეხა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი სამხედრო ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები