უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნას მოითხოვენ

უნგრეთის და ჩეხეთის ლიდერები ევროკავშირის შეიარაღებული ძალების შექმნის იდეას მხარს უჭერენ. როგორც ამ ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ეს ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის.
„უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ასე რომ მოდით ერთიანი ევროპული არმიის შექმნა დავიწყოთ“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოგუსლავ სლობოტკამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესი მარტივი არ იქნება. ამის მიუხედავად, ის ამ საკითხის განხილვას მხარს უჭერს.
უნგრეთის და ჩეხეთის ლიდერებმა ეს განცხადებები ვარშავაში, ანგელა მერკელთან მოლაპარაკების წინ გააკეთეს.
ორბანი და სლობოტკა გერმანიის „ღია კარის“ პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან. გასულ წელს გერმანიაში მილიონამდე ლტოლვილი ჩავიდა, ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები