ზიმბაბვეს დედაქალაქში პოლიციამ მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა
ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში საპროტესტო აქციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ქვეყნის პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს მოწინააღმდეგეები ქუჩაში რეფორმების მოთხოვნით გამოვიდნენ. ისინი საარჩევნო სისტემის შეცვლასაც ითხოვენ. შეტაკებები ქალაქის რამდენიმე რაიონში მოხდა. ეს ზიმბაბვეში მომხდარი ყველაზე სერიოზული დაპირისპირება იყო ბოლო 18 წლის განმავლობაში.
ბოლოს მსგავსი მასშტაბის დაპირისპირება 1998 წელს მოხდა. მაშინ ქვეყანამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ჰიპერინფლაცია გადაიტანა. ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მას შემდეგ ვერ მოხერხდა.
რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს 1980 წლიდან მართავს. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში „არაბული გაზაფხულის“ გამეორება არ მოხდება. მუგაბე აშშ-ს და დასავლეთის ქვეყნებს ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.