აშშ-მა და რუსეთმა სირიის კრიზისზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მიაღწიეს „გარკვეულ სიცხადეს“ თუ როგორ უნდა მოხდეს სირიის კრიზისზე სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ხუთშაბათს ჟენევაში გაიმართა.
სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლების საკითხზე უახლოეს მომავალში ჟენევაში ექსპერტთა ჯგუფები იმსჯელებენ.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმთან იმუშავებს, ხოლო შეერთებული შტატები – სირიის ოპოზიციასთან, რათა კონკრეტული შეთანხმებების ხელმოწერა შედგეს.