აშშ ჩქაროსნული მატარებლების განვითარებისთვის 2,45 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს
აშშ-ის მთავრობა კომპანია Amtrak-ს ახალი ჩქაროსნული მატარებლების შესაძენად 2,45 მლრდ აშშ დოლარის კრედიტს გამოუყოფს. ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს თანხა ლიანდაგების და სადგურების პლატფორმების განახლებასაც მოხმარდება. ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი კრედიტია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ამ სფეროს განვითარებისთვის გამოჰყო.
კომპანია Amtrak-ის გეგმებში აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რკინიგზის განვითარება შედის, კერძოდ ვაშინგტონსა და ბოსტონს შორის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობა იგეგმება.
შეერთებული შტატების რკინიგზის ოპერატორი კომპანია ახალი მატარებლების მოძრაობის დაწყებას 2021 წლისთვის გეგმავს. მათი სიჩქარე 257 კმ/სთ-ში იქნება.