ბანგლადეშში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამი ისლამისტი მოკლეს
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკასთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ სამი ისლამისტი მოკლა. მათ შორის ერთ-ერთი დაკაში კაფეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ტამიმ ჩოუდხურია. ის ბანგლადეშის და კანადის მოქალაქეა. დაკაში, კაფეზე თავდასხმა 2 ივლისს ღამით, დიპლომატიურ კვარტალში მოხდა. ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს და 20 მათგანი მოკლეს. დაღუპულთა შორის იტალიის 9 და იაპონიის 7 მოქალაქე იყო. კაფეს შტურმის დროს 2 პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელებმა მაშინ მიმალვა მოახერხეს.