თურქეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ესკორტზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ქემალ კილიცდაროღლუს ესკორტს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის დროს პოლიტიკოსის დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ქემალ კილიცდაროღლუ არ დაშავებულა.
კილიცდაროღლუზე თავდასხმა ჩრდილოეთ თურქეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმაში „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები