„მაზდამ“ აშშ-დან CX-7-ის მოდელის 190 ათასი ავტომობილი უკან გაიწვია

კომპანია „მაზდამ“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან CX-7-ის მოდელის 190 ათასი ავტომობილი უკან გაიწვია. ამ გადაწყვეტილების მიზეზი 2007-2012 წლებში გამოშვებული ავტომობილების საჭის სისტემაში არსებული პრობლემები გახდა.
აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ამ მარკის მანქანებში, საჭის სისტემის ერთ-ერთ ნაწილში შესაძლოა, წყალი მოხვდეს, რასაც ავტომობილის მართვის დაკარგვა მოჰყვება. იგივე პრობლემა შეიძლება შეიქმნას, თუ საჭის სისტემაში მარილი მოხვდა, რომელსაც მოყინულ გზებზე ყრიან. 2015 წლის ივნისში ანალოგიური პრობლემის გამო „მაზდამ“ აშშ-დან CX-9 SUV-ის მოდელის 193 ათასი ავტომობილი უკან გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები