პოლონელმა სპორტსმენმა მედალი გაყიდა, რათა სიმსივნით დაავადებულ ბავშვს დახმარებოდა

პოლონელმა მძლეოსანმა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელმა, პიოტრ მალახოვსკიმ მედალი აუქციონზე გაყიდა, რათა სიმსივნით დაავადებულ ბავშვს დახმარებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სპორტსმენი არ აკონკრეტებს, რა თანხად გაიყიდა ოლიმპიური ჯილდო, მაგრამ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მედალში 126 ათასი დოლარი მიიღო. პიოტრ მალახოვსკი 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის პრიზიორია.
14159134_10206666289607524_1369298860_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები