„ფორბსმა“ დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად გამოაცხადა

ჟურნალმა „ფორბსმა“ ამერიკელი მსახიობი დუეინ ჯონსონი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად გამოაცხადა. მისმა შემოსავალმა 2015 წელს 64,5 მლნ დოლარი შეადგინა. ჯონსონმა რობერტ დაუნი-უმცროსს გაასწრო. ყველაზე მეტი შემოსავალი მან ფილმებში: „ერთნახევარი ჯაშუში“, „ფორსაჟი“, „მალიბუს მაშველები“ და „სან-ანდრეასი“ მიიღო.
ჯონსონის გარდა ხუთეულში მოხვდნენ: ჯეკი ჩანი (61 მლნ), მეტ დეიმონი (55 მლნ), ტომ კრუზი (53 მლნ) და ჯონი დეპი (48 მლნ).
„ფორბსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებში ბოლივუდის ოთხი ვარსკვლავიც მოხვდა. მსახიობ ქალებში ჯენიფერ ლოურენსი ლიდერობს. მან ფილმებში – „შიმშილის თამაშები“ და „მგზავრები“ 46 მილიონი დოლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები