აშშ-ის და ირანის ხომალდებს შორის ორმუზის სრუტეში ინციდენტი მოხდა
ორმუზის სრუტეში აშშ-ის და ირანის ხომალდებს შორის ინციდენტი მოხდა. ირანის ოთხი კატარღა შეერთებული შტატების საესკადრო ნაღმოსან Nitze-ს საშიშ დისტანციაზე მიუახლოვდა.
პენტაგონის ინფორმაციით, ხომალდებს შორის მანძილი 200 მეტრზე ოდნავ მეტს შეადგენდა. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ კატარღებმა ტერიტორია დატოვეს. ორმუზის სრუტეზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტები გადის. მისი მეშვეობით ხდება სპარსეთის ყურიდან იაპონიაში, აშშ-ში და ევროპაში ნავთობის ექსპორტირება. ორმუზის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილი ირანის ტერიტორიაა.