ტარიელ ნამორაძის „გატეხილი გულის“ წარდგინება გაიმართება

  „ეძღვნება მათ, ვისაც უყვარს ძაღლები და მათ, რომელთაც ჯერ კიდევ არ უყვართ ისინი“, – ასეთი წარწერა აქვს ტარიელ ნამორაძის მოთხრობების ახალ კრებულს. „გატეხილი გულის“ წარდგინება კვირას, 19 იანვარს, 17 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება. კრებული”საუნჯემ” გამოსცა.
ტარიელ ნამორაძე ექიმია, ლიტერატურა კი მისი სერიოზული გატაცება, წერს, თარგმნის ფრანგული და რუსული ენებიდან. ლიტერატურული კონკურსების წარმატებული მონაწილეა. მეშვიდე ლიტერატურული პრემია “წეროს” გამარჯვებულია, მეორე ადგილის მფლობელი.
„გატეხილი გული“ მწერლის მესამე კრებულია.
„სადა ენა, დახვეწილი იუმორი, ღრმა ფსიქოლოგიზმი, მოვლენათა ორიგინალური შეფასება და ხედვა, ბევრი სოციალური და მორალურ-ზნეობრივი პრობლემების წარმოჩენა საიტერესო საკითხავად აქცევს წიგნს.
ავტორის ოსტატობა იმაშიც გამოიხატება, რომ მსუბუქი სევდისა და კეთილი იუმორის წყალობით, ადვილად გაკითხებს ამბებს, ჩვენს გარშემო რომ ხდება და მწერლის თვალის გარდა ვერავინ ამჩნევს“, – წერს მარიამ წიკლაური წინასიტყვაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები