სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი ჯერაბლუსი აიღეს (ვიდეო)

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქი ჯერაბლუსი აიღეს.
ოპერაცია “ევფრატეს ფარი” წინა დღეს სირიის თავისუფალმა არმიამ, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და საერთაშორისო კალიციის ავიაციამ დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“, რომლებიც ჯერაბლუსს 2013 წლიდან აკონტროლებენ, დასახლებული პუნქტი გუშინვე დატოვეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთიდან სირიის ტერიტორიაზე დამატებითი სატანკო ნაწილები შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები