ბაიდენი – უკეთესი იქნებოდა, რომ გიულენს აშშ-ში არ ეცხოვრა

თურქეთში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ისლამის მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი აშშ-ში კი არა, არამედ რომელიმე სხვა ქვეყანაში იცხოვრებდა.
გიულენს თურქეთში 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთისთვის გიულენის შესაძლო გადაცემის საკითხს ფედერალური სასამართლო გადაწყვეტს.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ანკარაში განაცხადა, რომ თურქეთისთვის 15 ივლისის ამბოხება იგივეა, რაც აშშ-სთვის 11 სექტემბრის ტერაქტი. ჯო ბაიდენი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს იმყოფებოდა. იგი თურქეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები