პუტინმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 25-დან 31 აგვისტომდე რუსულ ჯარში სრული საბრძოლო მზადყოფნა იქნება გამოცხადებული.
„უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების მიხედვით, სამხრეთის, დასავლეთის და ცენტრალური ოლქების, ასევე ჩრდილოეთ ფლოტის, საჰაერო-კოსმოსური ძალების, საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფებში სრული საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს თანამშრომლებთან გამართულ თათბირზე.
მსგავსი შემოწმებები რუსეთის ჯარში ბოლო დროს რეგულარულად ტარდება. მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმება. მარტში კი შემოწმება საჰაერო-სადესანტო ძალებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები