ქაბულში, ამერიკის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში, ამერიკის უნივერსიტეტზე „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის შვიდი სტუდენტი დაიღუპა. დაჭრილია 35 ადამიანი. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ პოლიციიდან აცნობეს. ასევე ორმხრივი სროლის დროს ორი „ბოევიკი“ მოკლეს. ამ დროისთვის უნივერსიტეტის ტერიტორია ტერორისტებისგან გათავისუფლებულია. სპეცოპერაცია 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკის უნივერსიტეტი ავღანეთში 2006 წლიდან არსებობს. აქ ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები