ავტოსაგზაო შემთხვევა პარლამენტთან – ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აბაშიძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: 2030

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები