ტერორისტები ქაბულში ამერიკის უნივერსიტეტს თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რამდენიმე ტერორისტი ამერიკის უნივერსიტეტს თავს დაესხა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტის მახლობლად სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. ამ ინფორმაციას სტუდენტებიც ავრცელებენ, რომლებიც უნივერსიტეტის შენობის შიგნით არიან. ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის დროს უნივერსიტეტის შენობაში ლექტორები და ასობით სტუდენტი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები