პოლიციელებმა ნიცის პლაჟზე ქალს „ბურკინის“ გახდა აიძულეს

შეიარაღებულმა პოლიციელებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცის პლაჟზე ქალს დახურული საცურაო კოსტიუმის, „ბურკინის“ გახდა აიძულეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მსგავსი საცურაო კოსტიუმებით პლაჟზე მისვლა საფრანგეთში კანონით არის აკრძალული.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, პოლიციამ ეს ქალი დააჯარიმა იმის გამო, რომ „მისი ტანისამოსი მორალის და სეკულარიზმის ნორმებს არ შეესაბამებოდა“.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ იუწყება. პლაჟზე შეკრებილი ადამიანები პოლიციის ქმედებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის შვიდი საკურორტო ქალაქის ხელისუფლებამ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტიუმით. ე. წ. ბურკინით მისვლა აუკრძალა. ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმაც დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები