მსოფლიოში ყველაზე გრძელმა საჰაერო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მსოფლიოში ყველაზე გრძელმა საჰაერო ხომალდმა, Airlander 10-მა სატესტო ფრენის დროს კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი დირიჟაბლის ბოძს გამოედო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
Airlander 10-მა პირველი გაფრენა გასულ კვირას განახორციელა. აპარატი 20 ტონას იწონის. მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ მას ექვსი კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა და 148 კმ/სთ-ის სიჩქარით ფრენა შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები