ტაჯიკეთში ისლამური პარტიის ლიდერთა ადვოკატი დააკავეს

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ბრალდებით ტაჯიკეთის ისლამური პარტიის ლიდერთა ადვოკატი ჯამშედ იოროვი დააკავეს.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სამართალდამცველი ორგანოები ადვოკატს ისლამური დაჯგუფების ლიდერის სასამართლო განაჩენის გაცემაში ადანაშაულებენ. იოროვმა საიდუმლოების შენახვის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ტაჯიკეთის ისლამური პარტია გასული წლის სექტემბერში სასამართლომ აკრძალა, ხოლო მის საქმიანობას ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცა. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ისლამური პარტია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. სამხედრო ამბოხებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი აბდუხალიმ ნაზარზოდა ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები