„მერაბიშვილმა იცოდა, რომ ჩანაწერები 24 საათში ნადგურდება“

   სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ამ დრომდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოზარ სუბარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები სწორედ სუბარის მითითებით განადგურდა, რაზეც მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მის წინააღმდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყონ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნას, სასჯელაღსრულებლის მინისტრმა სოზარ სუბარმა უპასუხა. სუბარის განცხადებით, მერაბიშვილმა კარგად იცოდა, რომ საკნებში გადაღებული კადრები 24 საათში ნადგურდება, ერთი დღის განმავლობაში ვიდეოკადრების შესახებ ვერ გახდებოდა ცნობილი, რადგან ვანო მერაბიშვილმა მეოთხე დღეს გააკეთა განცხადება.
„რამდენ საათში იშლებოდა და როგორ იშლებოდა, სიმართლე გითხრათ ეს რეგულაციები ძირითადად მოდის ვანო მერაბიშვილის დროიდან. მათი ხელისუფლების დროიდან მთლიანად ამ სისტემის გამართვაში იხარჯება ძალიან დიდი თანხები ბოლო დროს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდეს. 24 საათის განმავლობაში ამის შესახებ ვერ გახდებოდა ცნობილი ვანო მერაბიშვილმა მეოთე დღეს გააკეთა განცხადება, თუმცა დავით უსუფაშვილს დავეთანხმები, მაშინ რომ გაგვეკეთებინა განცხადება შეიძლება პიარის კუთხით გაცილებით უკეთესი ყოფილიყო, უბრალოდ ჩვენ დაველოდეთ როდის დამთავრდებოდა სრული მოკვლევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები