თურქულმა ტანკებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს

თურქულმა სატანკო შენაერთებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს და ქალაქ ჯერაბლუსისკენ მიიწევენ, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თურქული მედიის ცნობით, საზღვარი 20-მდე ტანკმა გადაკვეთა. ანკარა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებს, სახელწოდებით „ევფრატეს ფარი“.
ტანკების შეტევას წინ უძღოდა ძლიერი საარტილერიო მომზადება. ასევე ტერორისტთა პოზიციები ავიაციამაც დაბომბა.
ჯერაბლუსი თურქეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. ეს ქალაქი „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2013 წელს დაიკავა.
სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოპერაცია ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგაც არის მიმართული, რომლებსაც ანკარა ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
14111877_10206650376729712_929787407_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები