იტალიაში მიწისძვრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. ყველაზე მეტად რიეტას პროვინცია დაზარალდა. ქალაქ ამატრიჩეს მერის, სერჯიო პეროცის თქმით, „ნახევარი ქალაქი დანგრეულია“. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯას სამხრეთით მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნანგრევებში ადამიანები რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები