ექსპერტი: “იავნანამ” რა ჰქმნა“, ანუ ბურჭულაძის “აშკარა დაუჯერებელი” ფარისევლობა”

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” საქმიანობის შესახებ სკანდალურ ციფრებს ასაჯაროვებს.
როგორც დუნდუა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, „იავნანას“ ფინანსური ანგარიშის გაცნობა მას შემდეგ განიზრახა, რაც პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი ჟურნალისტი მასზე და მისი ფონდის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაში დაადანაშაულა.
“დამაინტერესა რა ერჩოდა ჟურნალისტი ბურჭულაძეს, ან ბურჭულაძე ჟურნალისტიკას. შევედი იავნანას ოფიციალურ ვებ-გვერდზე iavnana.ge . საიტზე დამხვდა დიდი ლოგო ფრთოსანი სათამაშო ცხენით და წარწერით “უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანა”. ლოგოს ქვემოთ წავიკითხე ფრაზა – “ერთად გადავარჩინოთ მომავალი”, კიდევ ქვემოთ – მითითება: გადმოწერე 2011-2015 წლების ფინანსური ანგარიში. გადმოვწერე. ნეტა არ გადმომეწერა. ის რაც ანგარიშში წერია, ეს არის გამოცხადებული ფარისევლობის ქრონიკა და უდიდესი სირცხვილი. უცებ გამახსენდა ბურჭულაძის მუდმივი ფრაზა მისი საქველმოქმედო ღონისძიებებიდან: “თქვენს მიერ შეძენილი ყოველი ბილეთიდან შემოსავალი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას” მაშ ასე, ერთად ვნახოთ „იავნანამ რა ჰქმნა“, ანუ აშკარა დაუჯერებელი. იცოდით თუ არა, რომ ფონდმა 2011-2015 წლებში სულ მიიღო 9.5 მილიონი ლარის შემოსავალი და ქველმოქმედებაზე დახარჯა მხოლოდ 3.26 მლნ ლარი, გარდა ამისა, იავნანას ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯები(6.57 მლნ) 102%-ით აღემატება მის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ) “იავნანას” შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან და სხვა შემოწირულობები, (მთლიანობაში 7.41 მლნ ლარი), 127%-ით აღემატება ფონდის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ)
“იავნანას” დეკლარაციის მიხედვით, მარტო ადმინისტრაციის ხელფასები (1.75 მლნ) 40%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).
“იავნანას” დეკლარაციის მიხედვით, “ქველმოქმედების ორგანიზების ხარჯები” (3. 5 მლნ) 178%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).
“იავნანას” ადმინისტრაციის ხარჯები (3. 07 მლნ) 144%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი) და დღეს ჩვენ ბურჭულაძე გვეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა , ბიუროკრატიას შეამცირებს და გააეფექტურებს ?! P.S. ან დამიჯერეთ, ან შედით ვებ-გვერდზე iavnana.ge, მიყევით ისტრუქციას, გადმოწერეთ ფაილი და წაიკითხეთ”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები