გიორგი გაბედავა საზოგადოებას ხვალ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს

“საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა საზოგადოებას ხვალ, 19:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
როგორც გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში წერს, თუ პრეზიდენტი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე ისევ უარს განაცხადებს, პერმანენტული აქციები დაიწყება.
„ხვალ, 23 აგვისტოს, საღამოს, 19:00-ზე ვიკრიბებით პრეზიდენტის ადმნისიტრაციასთან, ვისაც შეგიძლიათ მოსვლა, მოდით, არ დაიზაროთ, ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება საქართველოსთვის! რეფერენდუმის ჩატარებაზე ისევ უარი თუ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, იძულებული გავხდებით მოვითხოვოთ მისი გადადგომა და დავიწყოთ პერმანენტული აქციები!!! გელოდებით ყველას, ვისაც შეგტკივათ გული ამ თემაზე!“, – წერს გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები