ბიონსეს ფანები სასამართლოში უჩივიან

   ცნობილ მომღერალ ბიონსეს ორი ფანი სასამართლოში უჩივის. რაკელ კასტელანოსი და გაბრიელა დევიდსონი წინა წლის დეკემბერში ისინი ჩიკაგოში ბიონსეს კონცერტს დაესწრნენ. გოგონებმა ბილეთები ყველაზე კარგ ადგილას იყიდეს, რათა ახლოს ყოფილიყვნენ სცენასთან და მომღერლისთვის ეცქირათ. ისინი საკონცერტო დარბაზის კართან პირველები იდგნენ, და როდესაც კარი გაიღო, გოგონები წაიქცნენ და ხალხის ნაკადმა მათ გადაურა, რის შედეგადაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულებმა გადაწყვიტეს, რომ მომღერალ ბიონსეს და მის ჯგუფს ცუდად ორგანიზებული კონცერტისთვის სასამართლოში უჩივლონ. რა კომპენსაციას ითხოვენ გოგონები, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები