გორთან ახლოს 5 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

გორთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ რენესთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ,,ოპელის“ მარკისა და ,,მიკროავტობუსის“ შეჯახებამ კიდევ რამდენიმე მანქანას შეუქმნა საავარიო სიტუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები