ახალციხეში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა  საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები