„ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც ბურჭულაძის პარტიას დაფინანსება შეუწყვიტა“

„ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც ბურჭულაძის პარტიას დაფინანსება შეუწყვიტა“, -ამ სათაურით გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ქართველი ბანის პოლიტიკური გაერთიანების ფინანსურ კრიზისზე წერენ და წლების წინ შექმნილი მისი ფონდის დონორად ,,ნაციონალებს“ ასახელებენ.
„იმ პერიოდისთვის კონკრეტული ციფრი 8 მილიონიც სახელდება, რაც ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდს შეწირა.ფონდის არსებობის პარალელურად მომღერალმა რეგიონული ოფისების გახსნა დაიწყო.
„ვერსიის“ წყაროს ინფორმაციით. პაატა ბურჭულაძეს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ,,ნაყინის“ მაგნატი, ვინმე კაპანაძე თუ კაკაბაძე აფინანსებდა, რომელმაც დაფინანსება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც პუტინმა დაიბარა და უთხრა, რომ ბურჭულაძე მისი მტრის, მიხეილ სააკაშვილის ,,კაცი“ იყო.
ვერსიის წყარო ვერ ადასტურებს, მართლა შედგა თუ არა მსგავსი დიალოგი ქართველ მენაყინესა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ბურჭულაძის პარტიაში ფინანსურ კრიზისს პარტიიდან წასული წევრებიც ადასტურებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები