მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლადო ბედუკაძეზე ალაპარაკდა

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული ნაწილი,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ლადო ბედუკაძემ საბოლოოდ მოიხსნა ნიღაბი, როდესაც ხელისუფლების მისამართით განცხადება გააკეთა: დიახ, მიშა მართალი იყო, ჩარეცხილებს რომ გიწოდებდათო.
„სადიზმი და წამება – ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური მიდგომის ნაწილი, ხოლო საკუთრივ ბედუკაძე – ამ სისტემის ორგანული და განუყოფელი ნაწილი, თუმცა შიგნით რაღაც აერიათ და ბედუკაძემ დღის სინათლეზე გამოიტანა ის, რაც მათ საერთო საქმეს წარმოადგენდა. დაირღვა „ომერტა“, რაც ბოკერიას მიერ შეფასდა,როგორც სისტემური ჩავარდნა.
ბედუკაძის ფენომენი მულტიფუნქციური გამოდგა. უკანასკნელ დღეებში ქართველმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ მას აქვს ჯანსაღი იმუნიტეტი იმ მართლაც სამარცხვინო რიტორიკასა და პროპაგანდაზე, რომელსაც პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში ეწეოდა ლადო ბედუკაძე. ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება არ წაუყრუებს და არ შეეგუება ჩვენი სუვერენიტეტის იდეის შებღალვას. აბსოლუტურად ჯანსაღი იყო ხელისუფლების რეაქციაც. ორდღიანი „სარჩელითა სარჩელის დამთრგუნველობის“ ეპოპეა დასრულდა ცნობით იმის შესახებ, რომ ბედუკაძე არის ბანალური თვითმარქვია და მას არ გააჩნია უფლებამოსილება, წარმოადგენდეს პოლიტიკურ გაერთიანებას „ცენტრისტებს“, რის გამოც ეს პარტია სრულიად უმტკივნეულოდ მოიხსნა არჩევნებიდან. ზოგადად პოლიტიკური თვითმარქვიობის ფენომენი ბედუკაძე-ხაჩიშვილის პრორუსულ ნარატივს განსაკუთრებულ ელფერს სძენს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები