მერაბ მეტრეველი ბურჭულაძის პარტიას ტოვებს – რა გეგმები აქვს მას საარჩევნოდ

მერაბ მეტრეველი ბურჭულაძის პარტიას ტოვებს, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მეტრეველი გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბურჭულაძემ ღია განცხადებებში მიანიშნა, რომ გადაწყვეტილება მეტრეველმა თავად და დამოუკიდებლად უნდა მიიღოს:
„მერაბთან მქონდა გულწრფელი საუბარი. მე მას ვთხოვე, რომ დაფიქრებულიყო. ძალიან გული დამწყდება, თუ წავა. ორშაბათს გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა ბურჭულაძემ.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი ინფორმაციით, მერაბ მეტრეველი ჟურნალისტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს და გლდანის მაჟორიტარობაზე ფიქრობს. მეტრეველის მიერ ბურჭულაძის პარტიის დატოვების მთავარ მიზეზად გაუცემელი ხელფასები სახელდება, ასევე – ბურჭულაძის ფარული ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები