გიორგი გაბედავა: პრეზიდენტს ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რათა გაგვცეს პასუხი რეფერენდუმთან დაკავშირებით

“საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა ხვალ პრეზიდენტის სასახლესთან ბრიფინგს გამართავს.
როგორც გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში წერს, ის და მისი თანამოაზრეები ქორწინების საკითხზე რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტს გადასცემენ ოფიციალურ წერილს და მისცემენ 24- საათიან ვადას შესაბამისი პასუხისთვის.
„ხვალ, 13:00 ზე, ვმართავთ ბრიფინგს პრეზიდენტის სასახლესთან! გადავცემთ ოფიციალურ წერილს, ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რათა გაგვცეს პასუხი რეფერენდუმთან დაკავშირებით, დანარჩენი ბრიფინგზე!“, – წერს გიორგი გაბედავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები