დავით ბუთხუზი: ჩემი სახელის გამოყენებით ხორციელდება თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაცია

თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დავით ბუთხუზი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. შესაბამისი შინაარსის სტატუსს ბუთხუზი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
”ბოლო ორი დღის განმავლობაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე ტრიალებს გადაცემა „P.S.“-ის „პრომო“, სადაც ჩემი სახელის გამოყენებით ხორციელდება თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაცია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გამოვთქვამ მზადყოფნას, ვითანამშრომლო „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, რომელიც დღეის მდგომარეობით არის ნეიტრალური მედიასაშუალება, რათა საზოგადოება არ იყოს შეყვანილი შეცდომაში და ბატონ და ქალბატონ კობახიძეებს არ შეელახოთ საქმიანი რეპუტაცია!”, – წერს დავით ბუთხუზი.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ ინფორმაციით, თედო კობახიძემ დავით ბუთხუზს აღებული ხელფასიდან წილი მოსთხოვა.
14101782_1163420567064549_925100899_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები