ბაჩუკი ქარდავა: არ მაქვს უფლება, სპირიდონ კედიას პარტია პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შევარწყა

საქართველოს „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის პაატა ბურჭულაძის პარტიაში “სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთიანდება.
მისივე განცხადებით, პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მაჟორიტარებიც ეყოლება.
„დაოკდით ყველა, ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები. „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია ბიულეტენში იქნება.
მაჟორიტარებიც ეყოლება. გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში არ გაერთიანდება, მით უფრო, თუ ამ ბლოკებს სახელად ჰქვიათ ბლოკები, რეალურად კი, პარტიების შერწყმაა. დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ გიორგი ჭანტურიას პარტიაში დარჩენას ვამჯობინებ. მით უმეტეს, მე არ მაქვს უფლება, სპირიდონ კედიას პარტია პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შევარწყა. ამას ცოტა ხმა და დიდი გული ჯობია“, -წერს ბაჩუკი ქარდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები