პაატა ბურჭულაძის პარტია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა

მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ახლქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არტიუშ ამბარცუმიანმა პარტია დატოვა და ბურჭულაძის პარტიის სახელით კენჭს აღარ იყრის.
როგორც არტიუშ ამბარცუმიანი აცხადებს, პარტიის დატოვების მიზეზი, ვაშაძე-ჯაფარიძე – „ახალი მემარჯვენეების“ ბლოკთან გაერთიანება გახდა. მისივე თქმით, პარტია ასევე აღნიშნულ რეგიონში მომუშავე აქტივისტების უმეტესობამაც დატოვა, თუმცა, ზუსტ რაოდენობას, ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ვერ ასახელებს. პარტიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისიც ღიად საუბრობს.
”თავდაპირველად 2-3 თვის განმავლობაში აგვიანებდნენ ხელფასების გაცემას აგიტატორებისთვის. ადგილზე ჩვენ კარგად ვმუშაობდით და არ მინდოდა მოტყუებული ვყოფილიყავი და მომეტყუებინა ჩემი მომხრეები. ამის შემდეგ კი, როდესაც გაერთიანდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტებთან, საჭიროდ ჩავთვალე, აუცილებლად დამეტოვებინა პარტია, რადგან ამ ბრძოლაში არ მინდა იმ ადამიანებთან ერთად მონაწილეობა მივიღო, რომლებსაც ქართველი ხალხი მიუღებლად მიიჩნევს”, – განაცხადა არტიუშ ამბარცუმიანმა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები