დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მიმდინარეობს ორკესტრირებული შეთქმულება და შეტევა საქართველოზე, რომელსაც მხარს უჭერს „მეხუთე კოლონა“ და თანამედროვე „ორჯონიკიძეები”

„13 სექტემბერი იქნება, თუ რა თარიღიც არ უნდა მოიგონონ, სინამდვილეში, როგორც აქამდე ყველა ეს მცდელობა ჩაიფუშა და საპნის ბუშტივით გასკდა, ისევე ელოდება ფიასკო ნებისმიერ ასეთ მცდელობას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესია მშვიდობა, ქვეყნის გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის კეთილდღეობაა.

„საქართველოში მოვლენების რადიკალიზაცია სურთ, აქაური რადიკალების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების თავმოყრა და მათზე დავალების მიცემა, რომ ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისეთი პროცესები წარმართონ, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. გეგმა არის კონკრეტული ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული, არის ამის სისრულეში მოყვანის მცდელობა, მაგრამ სინამდვილეში, რით ვერ გაიგეს და ისწავლეს როგორც აქაური ლოკალური რადიკალების მმართველებმა და დავალების მიმცემებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე, თვითონ ქართველმა რადიკალებმა, რომ ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული. გამორიცხულია, ქართველი ხალხის მოტყუება. ეს მცდელობები უკვე ძალიან დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. რა ტყუილებს, მაქინაციებს, მოვლენების და გარემოებების ფალსიფიკაციასაც არ უნდა მიმართონ, IRI-ს ხელმძღვანელი იქნება ეს, თუ ვინც არ უნდა იყოს, ჩვენს საზოგადოებას ეროვნულ ინტერესებზე უარს ვერ ათქმევინებენ. საქართველოს ეროვნული ინტერესია მშვიდობა, ქვეყნის გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის კეთილდღეობაა. ამიტომ, აქციების დაგეგმვა, 13 სექტემბერი იქნება, თუ რა თარიღიც არ უნდა მოიგონონ, სინამდვილეში, როგორც აქამდე ყველა ეს მცდელობა ჩაიფუშა და საპნის ბუშტივით გასკდა, ისევე ელოდება ფიასკო ნებისმიერ ასეთ მცდელობას. კიდევ ერთხელ ცხადი ხდება ქართველი ხალხისთვის, თუ როგორ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეთქმულება და შეტევა საქართველოზე. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება ქვეყნის ფარგლებს გარედან და ამას მხარს უჭერს „მეხუთე კოლონა“, თანამედროვე „ორჯონიკიძეები“, რომლითაც სამწუხაროდ, არის დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის რადიკალური ოპოზიციური ფლანგი დახუნძლული“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები