ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე გახდა

ლიეტუვის პარლამენტმა ინგა რუგინენე, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მან გინტაუტას პალუცკასი შეცვალა, რომელიც ივლისში ბიზნესთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე გადადგა.

პარლამენტმა რუგინენეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას 78 ხმით დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 35 დეპუტატი იყო.

ოფიციალურად, რუგინენე პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ გახდება, რაც ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ ბრძანებას გამოსცემს და რუგინენე სეიმში ფიცს დადებს.

რუგინენემ სეიმს მისი სამთავრობო პროგრამა 15 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, ხოლო ლიეტუვის ახალი მთავრობა ოფიციალურად მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც სეიმი ახალ პროგრამას დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები