რატი იონათამიშვილი: ხელმოცარული და განადგურებული ოპოზიცია სექტემბრისთვის ისევ არეულობას გეგმავს

„ხელმოცარული და განადგურებული ოპოზიცია სექტემბრისთვის ისევ არეულობას გეგმავს. კოლექტიური „დაპირების“ იმედად არიან როგორც ჩანს. „გველმა შეიძლება კანი შეიცვალოს მაგრამ ზნეს ვერ შეიცვლის“, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას.

„ხელმოცარული და განადგურებული ოპოზიცია სექტემბრისთვის ისევ არეულობას გეგმავს და ისევ კოლექტიური „დაპირების“ იმედად არიან როგორც ჩანს, ვინაიდან, ყველამ იცის, რომ ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი საქართველოში არ გააჩნიათ. აქ კიდევ ერთხელ ჩანს მათი უსუსურობა, მათი უსამშობლობა და ის, რომ ამ ზნეს ისინი არ იცვლიან. შეგვიძლია გავიხსენოთ კლასიკა, რომ „გველმა შეიძლება კანი შეიცვალოს მაგრამ ზნეს ვერ შეიცვლის“. როგორც აქამდე იყო ყველა მათი გეგმა ამაო და განწირული მარცხისთვის, კიდევ უფრო მტკივნეულ მარცხს იწვევენ ისინი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები