ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ღაზის Nasser Hospital-ის დაბომბვას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა და მწუხარება გამოხატა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, თავდასხმა მიზნად “ჰამასის” საბრძოლო ელემენტებს ემსახურებოდა და სამოქალაქო პირებისა და სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ განზრახ მიმართული არ იყო.
„ჩვენ „ჰამასის“ ტერორისტებს ვეომებით. ჩვენს მიზანს მისი დამარცხება და ჩვენი ტყვეების სახლში დაბრუნება წარმოადგენს“, – დაწერა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სამედიცინო პერსონალისა და ჟურნალისტების დაღუპვა შემთხვევით მოხდა და გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი.