პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საბურთალოზე, პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავსა და მე-2 სართულს ერთდროულად გაუჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მეხანძრეებმა ხანძარი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. ცეცხლმა სახურავის 150 კვ.მ. ფართობი გაანადგურა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები