კახა კალაძე: “ქართულ ოცნებას” კვირიკაშვილის სახით, საქმის კეთებაზე ორიენტირებული ლიდერი ჰყავს”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გარდაბნელებთან შეხვედრისას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი ძალა, განახლებული გუნდით, ძველ სახეებთან ერთად, რომელსაც ჰყავს ძლიერი, საქმის კეთებაზე ორიენტირებული ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ. თქვენ ყოველთვის იდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას, სჭირდებოდა ხალხს და დღესაც იქ დგახართ. ამ 4 წლის განმავლობაში უამრავი პროექტები განხორციელდა – ეს იყო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ.
კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში და სწორედ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” გახლავთ ერთადერთი ძალა, განახლებული გუნდით, ძველ სახეებთან ერთად, რომელსაც ყავს ძლიერი, საქმის კეთებაზე ორიენტირებული ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით.
გპირდებით, რომ ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც აწუხებს დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თქვენი მხარში დგომით და ჩვენი ერთსულოვნებით.
მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც “ქართული ოცნების” წარმატება ჰქვია და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რადგან პარტია “ქართული ოცნების” გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები