ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ზაფხულში ქორწინდებიან

   ცნობილმა მსახიობებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა 2012 წლის აპრილში ნიშნობის შესახებ განაცხადეს, ხოლო 2012 წლის აპრილში დაქორწინდნენ. როგორც ტაბლოიდი”The Sun” წერს, ცნობილი ამერიკელი მსახიობები სიყვარულის მარადიულ პირობას ამ წლის ზაფხულში დადებენ.  ბრედ პიტი ამჟამად  დაკავებულია საქორწილო ცერემონიის მუსიკოსების არჩევით და იგი რეპორტიორებმა როკჯგუფ “Kings Of Leon”-ის ლიდერთან ერთად შენიშნეს. ისინი დიდხანს საუბრობდნენ. შესაძლებელია, სწორედ ეს ჯგუფი იმღერებს საქორწინო ცერემონიაზე. ჰოლივუდელი მსახიობები  ერთი და იმავე სხეულის ადგილას ერთნაირი ტატუს გაკეთებას აპირებენ. ისინი ქორწილამდე აპირებენ ტატუს გაკეთებას, თუმცა რის დახატვას აპირებენ მსახიობები, უცნობია. მსახიობების თქმით, ეს განსაკუთრებული ტატუ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები