მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაჟღერდეს ის გადაწყვეტილებები, რეფორმები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში საქართველოს ინტერესს, მშვიდობის პოლიტიკას
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაჟღერდეს ის გადაწყვეტილებები, რეფორმები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში საქართველოს ინტერესს, მშვიდობის პოლიტიკას,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ჩვენი მთავარი მისიაა, რომ საქართველომ მოიპოვოს კანადის ურყევი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის [საკითხში], ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე რეზოლუციებზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან. ის ასევე ფარავს როგორც ქალთა უფლებების, ასევე ბავშვთა უფლებების საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაჟღერდეს ის გადაწყვეტილებები, რეფორმები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში საქართველოს ინტერესს, მშვიდობის პოლიტიკას“, – აღნიშნა ლაშხმა.