თამაზ მეჭიაურის პარტია სანდრო ბრეგაძემ და ლალი მოროშკინამ დატოვეს

თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანების გამო, „საარჩევნო ბლოკი – ერთიანი საქართველოსთვის“ სანდრო ბრეგაძემ და ლალი მოროშკინამ დატოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ მეჭიაური ადასტურებს.
რაც შეეხება სანდრო ბრეგაძეს, როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მედიისთვის სპეციალურ განცხადებას ის რამდენიმე დღეში გააკეთებს.
„არ ვარ თბილისში. საარჩევნო ბლოკის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შევიტყვე, არც კი ვიცოდი ამის შესახებ. დავბრუნდები თბილისში, ვითარებას გავარკვევ და განცხადებასაც გავაკეთებ“, – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.
საარჩევნო გაერთიანებას ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” გუშინ პარტია ”ჩემი სამშობლო” შეუერთდა. ”ჩემი სამშობლოს” თავმჯდომარეა ზვიად ჩიტიშვილი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არიან – ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი.
აღნიშნულ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის”, ლევან მამალაძის “სახალხო ხელისუფლება”, რომელსაც ზურაბ კობიაშვილი წარმოადგენ, ზვიად ჩიტიშვილის პარტია “ჩემი სამშობლო” და ხათუნა მაჭავარიანის “ქალთა პარტია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები