პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა

,,ჩემთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ალიანსის შექმნას“ – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა .
როგორც ჭურღულიამ აღნიშნა, მასთან ერთად პაატა ბურჭულაძის მოძრაობა კიდევ 50 -მა ადამიანმა დატოვა.
,,ჩემთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ალიანსის შექმნას, ეს მათი სურვილი იყო. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დადასტურდა მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან. დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი ”ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მითუმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა. ვერანაირად და ვერასოდეს შედგება მასთან ჩემი რაიმე ფორმით ურთიერთობა და თანამშრომლობა, ღირებულებითი, მენტალური და ფსიქოლოგიური თავსებადობა. მე როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ჩემს გუნდთან და იმ ადამიანებთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას, ვისთვისაც ღირებულებები და ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზაზა ჭურღულიამ.
მისივე თქმით, იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ გეგმავს. ზაზა ჭურღულიამ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტი 18 აგვისტოს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები